დამფუძნებლის მესიჯი

ძვირფასო კოლეგებო და არტნიორებო,

ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოში ხუთ საუკეთესო უცხოელ ინვესტორებს შორის, რომლებიც მოღვაწეობენ სამშენებლო და განაშენიანების, ავეჯის წარმოებისა და საცალო ვაჭრობის და კვების სფეროებში.

„მაქრო ჯგუფს“ ხელმძღვანელობს ძლიერი და მიზანდასახული მენეჯმენტის ჯგუფი, რომელიც მოტივირებულია ყველა ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. დაახლოებით 750 თანამშრომლისგან შემდგარ ჩვენს ჯგუფს აქვს საერთო რწმენა ჩვენს მისიაში, უზრუნველყოს ჩვენი კლიენტები რეალურად მაღალი ცხოვრების სტანდარტებით.
 
„მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოადგენს „მაქრო ჯგუფის“ მამოძრავებელ ძალას, რადგან ჯგუფი მიიჩნევს მშენებლობას ერთ-ერთ შემოქმედებით სფეროდ, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოებისთვის ხარისხიანი გარემოს და ცხოვრების ხარისხის შექმნაში. სამშენებლო სექტორის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულია მსოფლიოს მასშტაბით, რადგან მას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი იმისთვის, რომ განვითარდეს, როგორც ეკონომიკის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. გლობალურად მრავალ ეკონომიკურ სფეროში ზრდა  დამატებით სარგებელს მოუტანს მშენებლობას, მაგრამ კონკურენცია უფრო გამწვავდება.  ვაცნობიერებთ რა, რომ კონკურენცია ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ვგეგმავთ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა, არ შემოვიფარგლოთ ერთი ბაზრით და განვიხილოთ გლობალური ბაზარი, როგორც ჩვენი ჰორიზონტი.

გვჯერა რა, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება არის ადამიანის უფლება, ჩვენი კომპანია ყველაფერს აკეთებს ხარისხის და კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად. კომპანიის კონცეფცია მოიცავს გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია გახადოს ადამიანების ცხოვრება უფრო კომფორტული, ღირებული, ინტეგრირებული, სასიამოვნო და სტაბილური.

„მაქრო ჯგუფ ში“ თითოეული ჩვენთაგანი იღებს დამატებით პასუხისმგებლობას იმისთვის, რომ ვიყოთ სანდო კომპანია. საქმისადმი თავდადებას და წარმატებას დღემდე ასახავს ჩვენდამი კლიენტების ნდობა და ის ფაქტი, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ბაზარზე. ამასთან, ამან გაზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ ახლაც ვაცნობიერებთ იმას, რომ აუცილებლად უნდა დავუდგინოთ საკუთარ თავს უფრო მაღალი სტანდარტები. ჩვენი დევიზია-  Thinking of People for People და ამიტომ ჩვენი კრედოა „No Cost Overrun And No Time Overrun“. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის შევინარჩუნოთ ნდობა და პასუხისმგებლობა, რომელიც დაგვაკისრა, როგორც სექტორმა, ასევე საზოგადოებამ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პროოფესიონალიზმი, დავიცვათ ეთიკის ჩვენი კოდექსი და ვიყოთ ყოველთვის სამართლიანები. „მაქრო ჯგუფი“ არ დაკარგავს საზოგადოების ნდობას და ნებისმიერ ფასად დაიცავს მას.

მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად გვაქვს საამაყო, ჩვენი სამუშაო ამით არ სრულდება; ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყურით შორს და ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ ჩვენი ზრდა გაგრძელდება გლობალურად.

მაქრო გრუფი

„მაქრო“ წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს, რომლებიც ახორციელებენ საინვესტიციო პროექტებს საქართველოს ეკონომიკის ძირითად სექტორებში. საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით „მაქრო ჯგუფი“ ხუთიდან ერთ-ერთ წამყვანი ინვესტორი კომპანიაა. პირდაპირი ინვესტიციების ოდენობა 270 მლნ. აშშ დოლარს აჭარბებს.

„მაქრო ჯგუფის“ ძირითადი მიმართულებები

მშენებლობა და დეველოპმენტი

სასტუმრო ბიზნესი

ავეჯის წარმოება, საბითუმო/საცალო ვაჭრობა

სარესტორნო ბიზნესი

ეს არის იმ წარმატებული პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც განახორციელა კომპანიამ 2013 წლიდან დღემდე: საცხოვრებელი კომპლექსები-„მწვანე ბუდაპეშტი“ და „მწვანე ალმასი“; სასტუმროები - „Mercure Tbilisi Old Town“ და „Ibis Styles City Center“; ავეჯის დამამზადებელი ქარხანა „გლორია“; ავეჯის მაღაზია „ბელისა“; სახლის აქსესუარების მაღაზია „Madam COCO“, რესტორანი „დაინჰოლი“.

წარმატებული პროექტების შექმნის მამოძრავებელი ძალაა Smart Living და Smart Working კონცეფციები, რომლებიც ცხორებისა და საქმიანობის ყველა ასპექტში გაუმჯობესებულ ხარისხს გულისხმობს. სწორედ ამიტომაა, რომ კომპანია  თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ყოველთვის სთავაზობს საუკეთესო პირობებს მომსახურებასა და დასაქმებებაში და ეს არ არის მხოლოდ „მაქრო ჯგუფის“ იმიჯი, ეს მისი კრედოა.

კონცეფცია

„მაქრო ჯგუფის“ კონცეფციაა - იყოს ლიდერი კომპანია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროების გაუმჯობესებით  შეიმუშავებს და ახორციელებს ყოველდღიური ცხოვრების ახალ სტანდარტებს იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებს.

მისია

„მაქრო ჯგუფი“ უუმჯობესებს ცხოვრებას ყველას, რადგან ყველა იმსახურებს კარგ ცხოვრებასა და კარგ სამუშაო პირობებს.

ბიზნეს-ფილოსოფია

ჩვენი მისიის გათვალისწინებით, ბიზნესის წარმოებისას "მაქროს" მთავარი პრინციპებია:

  • იყავი ლიდერი
    საკუთარი თავის, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის პოზიციონირება ყველა იმ სექტორში, სადაც იგი იღებს მონაწილეობას, მისი კონკურენტული გარემოს გაძლიერებით, საკუთარი მომხმარებლებისთვის ღირებულებების უმაღლეს დონეზე შექმნით და ორგანიზაციაში ტალანტების მოზიდვის უწყვეტი პროცესით.
  • იფიქრე, როგორც მომხმარებელმა
    ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მრავალფეროვანი პროდუქციის და ყოველდღიურად ინოვაციების შეთავაზებით და ინვესტიციების იმ მიმართულებებით განხორციელებით, რომლებიც მომხმარებელთა კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
  • გადააჭარბე მოლოდინს
    მოლოდინის გამართლება კარგია, მაგრამ გადააჭარბო მოლოდინს - ეს უკეთესია.
  • დააფასე ხარისხი
    შეთავაზებული მომსახურებების ხარისხის, უსაფრთხოების და საიმედოობის სტანდარტების მუდმივი გაუმჯობესება სტაბილურობის ხელშეწყობის და მუდმივი შემოსავლების გარანტირების მიზნით.
  • განვითარების მხარდაჭერა
    ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სტაბილური, რესპექტაბელური და შესაბამისი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების შექმნით.
  • გახადე საზოგადოება უკეთესი
    იმ საზოგადოების გაუმჯობესება, რომელშიც ვცხოვრობთ, ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობით; „მაქრო ჯგუფის“ საქმიანობით მომხმარებელთა და საზოგადოების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და შესაბამისად კეთილდღეობის გარანტირება.
  • იყავი მწვანე - იზრუნე გარემოზე
    გარემოზე ზრუნვა, რადგან გვჯერა, რომ მწვანე ინვესტიციები ეს ჩვენი მომავალია.
  • ითამაშე სამართლიანად
    ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური გარემოს დაფასება, ინოვაციების დანერგვა კომპანიის საქმიანობაში და ჩვენი ჯგუფის მიერ განხორციელებული თითოეული საქმიანობისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა, მთავარი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინება.

ღირებულებები

  • თვითგანვითარება

    ჩვენ ვვითარდებით, ვანვითარებთ კომპანიას და შესაბამისად ვანვითარებთ საზოგადოებას;

  • მომხმარებელზე ორიენტირება

    ვთვლით, რომ სწორედ მომხმარებლები აქცევენ ჩვენს სამუშაოს ღირებულად.

  • ინოვაცია

    ვიცით, რომ ინოვაცია ეს არის მომავალი;

  • კომუნიკაცია

    ჩვენი ურთერთობა გულწრფელია

  • ეთიკა

    ჩვენ ყოველთვის ვიცავთ წესებს

  • გუნდური მუშაობა

    ჩვენ ერთი გუნდი ვართ;

  • კრეატიულობა

    ჩვენ არაორდინალურად ვაზროვნებთ

  • კონკურენტული სული

    ჩვენ დავიბადეთ იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანნი

  • გამჭვირვალობა

    ჩვენ ყოველთვის გულღია და პატიოსნები ვართ - ვაკეთებ იმას, რასაც გპირდებით

  • ნდობა

    ვთვლით, რომ ნდობა უმთავრესია;

  • პასუხისმგებლობა

    ვამაყობთ იმით, რასაც და როგორც ვაკეთებთ და სიამოვნებით ვაკეთებთ ამას!

  • პატივისცემა

    ვიცით, რომ ურთიერთპატივისცემა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ისტორია

„მაქრო ჯგუფმა“ ინვესტიციების განხორციელება საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან დაიწყო და 6 წლის განმავლობაში  სხვადასხვა სფეროში ათზე მეტი წარმატებული პროექტიგანახორციელა. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც დაფუძნების დღიდან განსაზღვრავს „მაქრო ჯგუფის“ წარმატებას  არის: ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და დაუღალავი შრომა ცხოვრებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის.

6-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ის ძალისხმევა, რომელსაც ხარჯავს დადგენილი მიზნების მიღწევაში, წარმატებულია. თუმცა იგი არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას – „მაქრო ჯგუფის“ ისტორია გრძელდება და კომპანია გეგმავს უფრო მეტი მნიშვნელოვანი და საინტერესო  პროექტების განხორციელებას.

„მაქრო ჯგუფი“ აქტიურად და ინტენსიურად აგრძელებს საქმიანობას საქართველოს ბაზარზე , მის მიერ არჩეულ ოთხივე მიმართულებით იგი ძალისხმევას არ იშურებს და ყოველდღიურად აუმჯობესებს ხარისხს და წარმართავს მომხმარებელზე ორიენტირებულ ბიზნესს.

კომპანია სამომავლოდ ოპერირების დიაპაზონის გაფართოებას გეგმავს, მაგრამ ამასთან, „მაქრო ჯგუფის“ მიერ დადგენილი მიზნები – იყოს კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე და ამავდროულად იტვირთოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, - კვლავ უცვლელია.

2013.

პირველი  საინვესტიციო პროექტი, რომელიც „მაქრო ჯგუფმა“ საქართველოში განახორციელა, იყო ავეჯის ფაბრიკა „გლორია“  – “მაქრო ჰოუმის“  ქვე-ბრენდი, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წელს გაიხსნა. აღნიშნულ საწარმოში კომპანიამ მთლიანობაში განახორციელა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.

2013.

გაიხსნა “მაქრო ჰოუმის“  პირველი ავეჯის მაღაზია ბრენდული სახელით „ბელისა“, რომელიც  მომხმარებლებს „Glorya Furniture“-ს და სხვა ბრენდების მიერ წარმოებულ ავეჯს სთავაზობდა. საერთო ინვესტიციამ 10 მმილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2014.

„მაქრო ჯგუფი“ უძრავი ქონების ბაზარზე შედის „მაქრო ქონსთრაქშენის“ სახელით და იწყებს  ერთ-ერთი უდიდესი საცხოვრებელი პროექტის  „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობას თბილისის ცენტრში. ჯამური ინვესტიციის მოცულობა - 48 მილიონი აშშ დოლარი.

2015.

საქართველოში „მაქრო ჯგუფის“ კიდევ ერთი მნიშვნელლოვანი ნაბიჯი იყო ტურიზმის სექტორში შესვლა ახალი ქვე-ბრენდის - „მაქრო ტურიზმის“ შექმნით. სასტუმროების საერთაშიროსო ქსელ Accor-თან თანამშრომლობით თბილისში ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო - „Mercure Tbilisi Old Town“ გაიხსნა. სასტუმროში განხორციელებულმა ინვესტიციამ 40 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2016.

„მაქრო ჯგუფმა“ დაასრულა პროქტი „მწვანე ბუდაპეშტი“, რომელიც უნიკალური იყო ქართული ბაზრისთვის და ადგენდა მომსახურების ახალ სტანდარტებს. ის მთლიანად ფოკუსირებულია მობინადრეთა კომფორტსა და მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

2016.

„მაქრო ჯგუფმა“ წამოიწყო ფართომასშტაბიანი, უნიკალური ინფრასტრუქტურის და პირობების მქონე საცხოვრებელი კომპლექსის -„მწვანე ალმასის“ მშენებლობა. პროექტის საერთო ინვესტიცია შეადგენს 112 მლნ. აშშ დოლარზე მეტს.

2016.

„მაქრო ჯგუფის“ შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ახალ, სარესტორნე სექტორში „მაქრო ფუდის“ ქვებრენდის სახელით შესვლა და რუსთაველის გამზირზე ევროპული სტანდარტის რესტორნის „დაინჰოლის“ გახსნა, რომლის ინვესტიციამაც შეადგინა 8 მლნ. აშშ დოლარი.

2017.

„მაქრო ტურიზმმა“ გახსნა კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო -„Ibis Styles City Center“, რომელსაც ასევე მართავს Accor Group-ი და რომლის ინვესტიციამაც შეადგინა 28 მლნ. აშშ დოლარი.

2017.

„მაქრო ჰოუმმა“ საქართველოს ბაზარზე შემოიყვანა სახლის აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საერთაშორისო ბრენდი „Madam COCO“. თბილისში გაიხსნა „მადამ კოკოს“ ორი მაღაზია 2მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით.

2018.

საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ალმასი“ მის პირველ მაცხოვრებლებს დაგეგმილ თარიღზე ადრე შეხვდა. 731 ბინა და მთელი ინფრასტრუქტურა მზად არის ახალი ცხოვრების დასაწყებად.

2019.

2019 წელი - „მაქრო ქონსთრაქშენმა“ გაიმარჯვა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ზუგდიდში დევნილებისთვის 3 მრავალბინიანი შეწყვილებული კორპუსის მშენებლობა დაიწყო;

2019.

2019 წელი - „მაქრო ტურიზმმა“ თბილისში კიდევ ერთი 4 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს, ნოვოტელის მშენებლობა დაიწყო, რომლის მართვასაც სასტუმროების საერთაშორისო ქსელი „აკორი“ განახორციელებს;

2019.

2019 წელი - „მაქრო ქონსთრაქშენი“ კიდევ ერთხელ იმარჯვებს მუნიციპალური განვიტარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და ზუგდიდში კიდევ 0რ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას იწყებს დევნილებისთვის;

2019.

2019 წელი - პროექტ „მწვანე ალმასის“ მეორე ეტაპის დასრულება.

წლები

2013

2013

2014

2015

2016

2016

2016

2017

2017

2018

2019

2019

2019

2019

ბრენდის ფილოსოფია

მაქრო ჯგუფის ლოგოდ აღებულია ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს წრიულად სტილიზებული ვერსია ოქროსფერი გრადიენტით. საერთო ჯამში ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს ქმნის სამი სხვადასხვა ზომის წრე, რომელიც ამავდროულად მრავალწერტილია და ფიქრის პიქტოგრამული გამოსახულებაც.

მაქრო ჯგუფის ლოგოტიპის შექმნაში წრე შემთხვევით შერჩეული ფიგურა არ გახლავთ, ის ხომ უნივერსალური ფიგურაა მრავალმხრივი მნიშვნელობით: ერთობა და ერთიანობა, პიროვნული სრულყოფილება, „მე“, უსასრულობა, მარადიულობა, ციკლური მოძრაობა, ღმერთი, მზე, სამყაროს რიტმი, უსასრულო განვითარება...

სამი წრისაგან შექმნილი სტილიზებული ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q ადამიანის ფიქრის პროცესის ამსახველი პიქტოგრამული გამოსახულებაცაა, რაც პირდაპირ ეხმაურება მაქრო ჯგუფის სლოგანს, - „Thinking of People”.

მაქრო ჯგუფის ლოგოს ფერად აღებულია ოქროსფერი გრადიენტი, რაც წარმატებას, სიმდიდრეს, კეთილდღეობას, სიყვარულს და სიბრძნეს განასახიერებს. მაქრო ჯგუფის და მასში შემავალი კომპანიებისა და ქვებრენდების საქმიანობის ფილოსოფიაც სწორედ ამ სიმბოლოების მნიშვნელობას ეფუძნება.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ ლოგოდ აღებულია ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს წრიულად სტილიზებული ვერსია მწვანე ფოთლითა და მწვანე გრადიენტით.

წრის მნიშვნელობაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, რაც შეეხება მწვანე ფოთოლს, სხვადასხვა კულტურაში ის გამოიყენება განახლების, აღორძინებისა და იმედის სიმბოლოდ. მწვანე ფოთოლი სიცოცხლის, სიჯანსაღის, სიახლის, დაბადებისა და ზრდის განსახიერებაა.

რაც შეეხება მწვანე ფერს, ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისების გარდა სიმშვიდის, დაცულობის, ენერგიის, ჯანსაღი გარემოსა და სტაბილურობის სიმბოლოცაა. სწორედ ამიტომ სთავაზობს Maqro Construction-ი თავის მომხმარებლებს ცხოვრების მწვანე სტანდარტს და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, კომპანია ამას განხორციელებული პროექტებით ამტკიცებს.

„მაქრო ტურიზმის" ლოგოდ აღებულია ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს წრიულად სტილიზებული ვერსია კომპასის მანიშნებელი ისრითა და ცისფერი გრადიენტით.

კომპასის მანიშნებელი ისარი, ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა და ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელობით, თუმცა მისი ძირითადი არსი დღემდე უცვლელია და ის სწორ მიმართულებას, ერთგვარ გაიდლაინს, ხსნასა  და დაცულობას, იღბალსა და ინსპირაციას განასახიერებს.

ცისფერი ფერი კი თანაბრად წარმოადგენს ზეცასაც და ზღვასაც (ოკეანეს, მდინარეს, ტბას...) და პირდაპირ კავშირშია გაშლილ სივრცეებთან, თავისუფლებასა და ინტუიციასთან, წარმოსახვასა და შთაგონებასთან. ერთი სიტყვით, ის თამამად შეიძლება მოვნათლოთ მოგზაურთა და მოგზაურობის ფერად.

Maqro Tourism-იც მისი ლოგოტიპის მსგავსად დიდი სიამოვნებით იქნება თქვენი მეგზური, სწორი მიმართულების მრჩეველი და მაშველი ახალი აღმოჩენებისა და მოგზაურობებისას.

Maqro Home-ის ლოგოდ აღებულია ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს წრიულად სტილიზებული ვერსია 4 ფოთლიანი სამყურათი და იასამნისფერი (მეწამული) გრადიენტით.

რატომ ავიღეთ მაქრო ჰოუმის ლოგოდ 4 ფოთლიანი სამყურა? ის ერთ-ერთი უძველესი სიმბოლოა და იღბალთან და გამართლებასთან ასოცირდება. სხვადასხვა კულტურა სამყურას თითოეულ ფოთოლს განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასე მაგალითად, პირველი იმედთან ასოცირდება, მეორე ფოთოლი რწმენას განასახიერებს, მესამე სიყვარულია, მეოთხე ფოთოლს კი მპოვნელისათვის იღბალი და გამართლება მოაქვს.

იმედი, რწმენა, სიყვარული და იღბალი, - ეს ის 4 უმთავრესი პარამეტრია, რომელიც ჩვენი აზრით ყველა ოჯახში უნდა იყოს სრული ბედნიერებისა და იდილიისათვის, სწორედ ამიტომაა გამოსახული 4 ფოთლიანი სამყურა Maqro Home-ის ლოგოზე.

"რაც შეეხება იასამნისფერს (მეწამულს), ის კეთილშობილებას, ფუფუნებას, ძლიერებას და ამბიციციურიბას განასახიერებს. მეწამული ფერი ასევე ითვლება სიმდიდრის, ექსტრავაგანტურობის, კრეატიულობის, სიბრძნის, ღირსების, ერთგულებისა და მშვიდობის სიმბოლოდ.  ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნიან Maqro Home-ს, რომლის მიზანიც ოჯახებში ადამიანებისთვის მშვიდი და მყუდრო გარემო შექმნან, სახლი ხომ ის ადგილია, სადაც თავს კარგად უნდა გრძნობდე (Home is where it feels Good). "

Maqro Food-ის ლოგოდ აღებულია ლათინური ალფავიტის ასო-ბგერა Q-ს წრიულად სტილიზებული ვერსია, სადაც ფეხს ქმნის დანა-ჩანგალი და ეს ყველაფერი გამოსახულია წითელი გრადიენტით.

"დანა და ჩანგალი საზ-კვების ობიექტების საერთაშორისო სიმბოლოა. რაც შეეხება ფერს, რომლის გრადიენტშიცაა გადაწყვეტილი ლოგო, ის ყველაფერთან ერთად ექსცენტრიულობას, თავისუფლების წყურვილს, სიყვარულს, ვნებას, სურვილს, ენერგიულობას, ძალას და თვითდაჯერებულობას განასახიერებს. სწორედ ამ თვისებების ერთიანობაა Maqro Food-ი და ვინ თუ არა ჩვენ ვიცით, რომ კარგი საკვები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა. "

ბრენდის პორტფელი

  • მაქრო ქონსთრაქშენი

    „ცხოვრების მწვანე სტანდარტები“

    „მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოადგენს „მაქრო ჯგუფის“ მამოძრავებელ ძალას. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები კომფორტულად გრძნობენ თავს.

  • მაქრო ტურიზმი

    „აღმოაჩინე სრულყოფილება“

    მიუხედავად იმისა, საქმიანი მოგზაურობა თუ მხოლოდ დასვენებას გულისხმობს, ძვირადღირებულია თუ ბიუჯეტური -  მოგზაურობა ნიშნავს სახლიდან მოშორებით ყოფნას. „მაქრო ტურიზმის“ მისიაა იმის უზრუნველყოფა, რომ სტუმრებმა თავი იგრძნონ როგორც საკუთარ სახლში მაშინაც კი, როდესაც მოგზაურობენ.

  • მაქრო ჰოუმი

    „სახლი არის იქ, სადაც კარგად გრძნობ თავს “

    „მაქრო ჰოუმი“ აწარმოებს ავეჯს და სახლის აქსესუარებს ან ახდენს მათ იმპორტს მომხმარებელთათვის, რომელთაც სურთ მოიწყონ ოცნების სახლი. კომპანია პირველ ადგილზე აყენებს მომხმარებლის მოთხოვნებსა და მოლოდინს.

  • „მაქრო ფუდი“

    „კარგი საკვები ადამიანის უფლებაა“

    „მაქრო ფუდის“ მიზანია სტუმრებს თბილ და ელეგანტურ ატმოსფეროში მომზადებული ახალი და გემრიელი კერძები შესთავაზოს.

წევრობა

GURTIAD

AMCHAM