საგაზეთო სტატია „Georgia Today Business“-ში

მალე თბილისში აშენდება განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი.
„მწვანე ბუდაპეშტის“დასრულების შემდეგ  „მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ფართომასშტაბიან, დაახლოებით 115 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „მწვანე ალმასი“.

28 მაისს გაიმართა საერთაშორისო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ ახალი პროექტის  „მწვანე ალმასი“ პრეზენტაცია. ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 115 მლნ აშშ დოლარია. ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშნა საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობის წარმატებით დასრულება.

საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტ ,,მწვანე ალმასის” სახეები – აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის” მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები.

“ვფიქრობთ, რომ ჩვენი კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციებით, ხელს ვუწყობთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო ახალი პროექტი “მწვანე ალმასის” სახით დედაქალაქს სრულიად განსხვავებული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევმატებთ.”- განაცხადა “მაქრო ქონსთრაქშენის” გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში – ოღუზ ქაან ქარაერმა.

პრეზენტაციის დროს, რომელიც გაიმართა ახლად დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბიდაპეშტის“ ეზოში, გამოცხადდა, რომ მაისში დაიწყო ახალი პროექტი ,,მწვანე ალმასის” მშენებლობა თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში – დიღომში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად.

უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება თბილისში, თითქმის 70.000 მ2 ტერიტორიაზე, აქედან 23 143 კვ.მ. შიდა გამწვანებული ეზო იქნება. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1772 ბინით. ,,მწვანე ალმასში” მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება: საცურაო აუზები, საბავშვო მოედნები, ღია და დახურული სპორტული მოედნები, კალათბურთის სათამაშო მოედნები, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

2013 წლიდან „მაქრო ქონსთრაქშენმა“  დააბანდა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ბაზარზე და გეგმავს დამატებით 150მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

„მაქრო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში 2013 წლიდან. კომპანია არის საერთაშორისო და ძირითადად მოღვაწეობს სამშენებლო სექტორში. „მაქრო ქონსთრაქშენმა“ დააბანდა დაახლოებით 70 მლნ აშშ დოლარი საქართველოს ბაზარზე და გეგმავს დამატებით 150მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას.

„მაქრო ქონსთრაქშენმა“ წარმატებით განახორციელა რიგი პროექტები: საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, ფრანგული „აკორ ჯგუფის“ 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „მერკური თბილისი ძველი ქალაქი “, ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ბელისა“, 5-ვარსკვლავიანი რესტორანი „დაინჰოლი“ რუსთაველის გამზირზე, გახსნის ცერემონია დაგეგმილია ივნისისთვის.

უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს ფრანგული „აკორ ჯგუფის“ სასტუმრო „აიბის სთაილსის“ მშენებლობის დაწყებას. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ფლობს 20 000 მ2 მიწის ნაკვეთს აეროპორტის გზატკეცილის ახლოს, სადაც იგეგმება უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.