მაქრო ქონსთრაქშენი
„მაქრო ქონსთრაქშენი“ წარმოადგენს „მაქრო ჯგუფის“ სტრუქტურულ მიმართულებას, რომელიც მასშტაბური კონსტრუქციებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაზეა პასუხისმგებელი. აღნიშნული მიმართულება აქტიურადაა ჩართული, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ისე იმ სამშენებლო პროექტების განხორციელებაში, რომლებიც უშუალოდ ემსახურება კომპანიის სხვა ძირითად მიმართულებებს: „მაქრო დეველოპმენტსა“ და „მაქრო ტურიზმს“.
პროექტები
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალი
„მაქრო ქონსთრაქშენი“ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალის მონაკვეთზე, რომელიც კახეთის რეგიონს დედაქალაქთან აკავშირებს. ეს გზატკეცილი თავისი მასშტაბითა და დანიშნულებით არანაკლებ მნიშვნელოვანია. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საინჟინრო სტანდარტებსა და ინოვაციურ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს.
თბილისის ყინულის მოედანი
თბილისში კომპანიამ თანამედროვე ყინულის მოედნის მშენებლობა დაასრულა. კომპლექსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. 2025 წელს თბილისის ყინულის არენამ უმასპინძლა პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებას, ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რიკოთის) ავტომაგისტრალი
კომპანია ჩართული იყო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ პროექტში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის (ე.წ. რიკოთის მონაკვეთის), ავტომაგისტრალის პოტენციური მეწყრული ფერდობის გამაგრებით სამუშაოებში. აღნიშნული მონაკვეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც საგზაო უსაფრთხოების, ისე ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით.
