მაქრო დეველოპმენტი
„მაქრო დეველოპმენტი“ ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს, რომელიც გამოირჩევა ოპტიმალურად ათვისებული სივრცეებითა და ფუნქციური დაგეგმარებით, რაც სრულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მოთხოვნებს.
კომპანიის თითოეული პროექტი მწვანე კონცეფციას ეფუძნება. იზოლირებული, დაცული ტერიტორია, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა, დასასვენებელი სივრცეები და ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული გარემო, რომელიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
სწორედ მსგავსმა მიდგომამ, „მაქრო დეველოპმენტი“, საქართველოში უძრავი ქონების ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად ჩამოაყალიბა. ეს არის კომპანია, რომელიც არღვევს ჩარჩოებს და ქმნის პროექტებს უნიკალური ხედვითა და ფუნქციურობით, რაც ძირეულად ცვლის წარმოდგენას თანამედროვე ურბანულ ცხოვრებაზე.
პროექტები
მაქრო სითი თბილისი
პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ, კომერციულ და საოფისე ზონებს, ბიზნეს ცენტრს, საერთაშორისო Mövenpick Living-ის ბრენდირებულ სასტუმროს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, მრავალფეროვან რეკრეაციულ ზონებსა და საბავშვო ბაღს.
მწვანე ალმასი
მწვანე ალმასი მობინადრეებს სთავაზობს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. კომპლექსი აღჭურვილია ღია და დახურული სპორტული მოედნებით, თანამედროვე ფიტნეს ცენტრით, სარბენი და ველობილიკებით, რაც ნაკლები დანახარჯით, მაცხოვრებლებს ყოველდღიური აქტივობის შესაძლებლობას აძლევს.
მწვანე ბუდაპეშტი
„მწვანე ბუდაპეშტის“ უნიკალურობა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინოვაციური პროექტის, ეკომეგობრული გარემოსა და ქალაქის დინამიური რიტმის ჰარმონიულ შერწყმაში მდგომარეობს. კომპლექსი მოიცავს ფართო რეკრეაციულ ზონებს, სათამაშო მოედნებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ახალგაზრდა თაობაში აღვივებს ინტერესს და მეტ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
