Maqro Logo

მაქრო ტურიზმი

„მაქრო ტურიზმი“ უკვე წლებია, რაც წარმატებით საქმიანობს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. კომპანია ფოკუსირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის სასტუმროების შექმნაზე.

კომპანია მრავალი წელია თანამშრომლობს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო ჰოლდინგ - Accor Group-თან, რომელთან ერთადაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

გონივრული სტრატეგიისა და ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, „მაქრო ტურიზმი“ წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს, როგორც ტურისტულ, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობაზე.