ძვირფასო კოლეგებო და პარტნიორებო,
ვამაყობთ იმით, რომ ვართ საქართველოში მოქმედ იმ ხუთ საუკეთესო უცხოელ ინვესტორ კომპანიას შორის, რომლებიც მოღვაწეობენ სამშენებლო, ავეჯის წარმოებისა და საცალო ვაჭრობის, ტურიზმისა და კვების სფეროებში.
„მაქრო ჯგუფს“ ხელმძღვანელობს ძლიერი და მიზანდასახული მენეჯერთა ჯგუფი, რომელიც მოტივირებულია საქმიანობის ყველა სფეროში უზრუნველყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხი. 750-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარ ჩვენს ჯგუფს აერთიანებს ერთი საერთო მისია, - შესთავაზოს მომხმარებლებს ცხოვრების რეალურად მაღალი სტანდარტი.
ვთვლით, რომ სამშენებლო ბიზნესი საქმიანობის ის სფეროა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს საზოგადოებისთვის ხარისხიანი გარემოსა და ცხოვრების მაღალი ხარისხის შექმნაში. სწორედ ამიტომ, „მაქრო ჯგუფის“ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“. სამშენებლო სექტორი მსოფლიო მასშტაბით კვლავაც ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას და ის საკმაოდ პერსპექტიული სფეროა. მას განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ განვითარდეს, როგორც ეკონომიკის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. ეკონომიკის სხვა და სხვა სფეროების სამომავლო ზრდა კიდევ უფრო განავითარებს სამშენებლო სფეროს, გაიზრდება კონკურენციაც. ვაცნობიერებთ რა, რომ კონკურენცია ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის, ვგეგმავთ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა, არ შემოვიფარგლოთ ერთი ბაზრით, გავაფართოვოთ ჰორიზონტი და ვიქცეთ გლობალური ბაზრის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ.
გვჯერა რა, რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელ გარემოში ცხოვრება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, ჩვენი კომპანია ყველაფერს აკეთებს ხარისხის ზრდისა და მომხმარებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. კომპანიის კონცეფცია მოიცავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას და მათ განხორციელებას, რომელთა მიზანია გახადოს ადამიანების ცხოვრება უფრო კომფორტული, ღირებული, ინტეგრირებული, სასიამოვნო და სტაბილური.
„მაქრო ჯგუფის“ ყველა თანამშრომელი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ბოლომდე დავრჩეთ კომპანიად, რომელსაც ენდობიან. საქმისადმი თავდადებისა და წარმატების მთავარი ინდიკატორი ხომ მომხმარებლეთა ნდობაა ჩვენდამი. ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ვართ ბაზარზე, ერთი ათად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას და საკუთარ თავს უფრო მაღალ სტანდარტებს ვუდგენთ. ჩვენი დევიზია - Thinking of People for People და ამიტომ, ჩვენი კრედოა „No Cost Overrun and No Time Overrun “. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის ნდობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ვიტვირთეთ როგორც სექტორის, ასევე საზოგადოების წინაშე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და გავზარდოთ ჩვენი პროფესიონალიზმი, დავიცვათ ეთიკის კოდექსი და ყოველთვის ვიყოთ სამართლიანები. „მაქრო ჯგუფი“ საზოგადოების ნდობას ყოველთვის გაამართლებს და ნებისმიერ ფასად დაიცავს მას.
ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე საამაყო ნამდვილად ბევრი გვაქვს, თუმცა ჩვენი საქმე ამით არ სრულდება; ჩვენი მზერა მიმართულია მომავლისკენ. ვიმედოვნებთ და ვგეგმავთ, რომ განვითარებისა და ზრდის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და ჩვენ აუცილებლად დავიკავებთ ადგილს გლობალურ ბაზარზე.