ცხოვრება მაღალი ტექნოლოგიებით კონცეფცია
ყველა იმსახურებს
კარგ ცხოვრებას
ცხოვრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლებაა. თუმცა მხოლოდ უფლება არაფერს ნიშნავს, თუ არა გაქვს კარგი ცხოვრების არც სურვილი და არც პირობები.
თანამედროვე სამყარო მომხმარებელს თითქმის ყველა სახის მომსახურებას სთავაზობს, რაც კომფორტზეა გათვლილი, თუმცა ამისათვის მომხმარებელს დამატებითი დროისა და ძალისხმევის გამონახვა უწევს, ბაზრის მიერ შემოთავაზებული სერვისები სხვადასხვა ლოკაციებზეა გაბნეული, თანამედროვე ადამიანს კი მუდმივად აწუხებს დროის დეფიციტი, ამას გადატვირთული მოძრაობაც ემატება და ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სერვისები მომხმარებლისათვის ხელმიუწვდომელია. გარდა ამისა, სხვადასხვა სერვისის მისაღებად მომხმარებელს სხვადასხვა კომპანიასთან უხდება ურთიერთობა, რა დროსაც ხშირ შემთხვევაში არაა გათვალისწინებული არანაირი ლოიალობა მომხმარებლის მიმართ. კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობისას არ იგრძნობა Win-Win policy, რომელშიც ორივე მხარე მოგებულია.
ბაზრის ანალიზისა და ჩატარებული არაერთი კვლევის შემდეგ, მაქრო ჯგუფმა შექმნა კონცეფცია, რომელიც თავისი არსით ბაზარზე უნიკალურია და რომელიც სრულად მოიცავს Win-Win Policy-ს, როდესაც შეთავაზება მთლიანადაა მორგებული მომხმარებლის კმაყოფილებასა და სრულ კომფორტზე.