სვისსოტელ თბილისი
„მაქრო ტურიზმის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Swissôtel Tbilisi. თბილისის გულში მდებარე Swissotel Tbilisi სტუმრებს, შვეიცარიული სტანდარტით, ხუთ ვარსკვლავიან მომსახურებას სთავაზობს, სადაც დილა, ძველი თბილისის, მშრალი ხიდის, მთაწმინდისა და ქალაქის ულამაზესი პანორამით იწყება.
Swissôtel Tbilisi აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, დახვეწილ ინტერიერს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. „მაქრო ჯგუფის“ მიერ განხორციელებული პროექტის ღირებულება ჯამში 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.
Swissotel Tbilisi მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი და ევროპის ბაზრის ლიდერი Accor Group -ის წევრია. ფრანგული კომპანია „Accor“-ი არის სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 95 ქვეყანაში 4100-ზე მეტი სასტუმროს ფლობს. 50 წლიანი განვითარების განმავლობაში მან მსოფლიო მასშტაბით უდიდეს წარმატებას მიაღწია. Accor-ის სახელით მოქმედი სასტუმროები ცნობილია თავიანთი დახვეწილი კონცეფციითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით.
Accor Group-ის წევრი სასტუმროს მშენებლობის პროცესში "მაქრო ტურიზმი" პასუხისმგებელია საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციების შერჩევაზე, სამშენებლო პროცესების წარმოებასა და მართვაზე. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, იგი კომპანიას სამართავად საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სრულიად გამართულ სასტუმროს გადასცემს.
Swissotel Tbilisi-ის იდეალურ ადგილმდებარეობა და საერთაშორისო სტანდარტის ინფრასტრუქტურა – სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს, რომელიც შვეიცარიულ ხარისხსა და კომფორტს ემყარება.
„მაქრო ტურიზმის“ სწორი გათვლებისა და ბიზნესში მრავალწლიანი ოპერირების გამოცდილებით, კომპანია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.