Maqro Logo
უკან

JUL 28, 2025

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალი
მაქრო ქონსთრაქშენი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის, რიკოთის მონაკვეთი, საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული რგოლია. იგი ლიხის ქედზეა გადაჭიმული და  ქვეყნის ორ მთავარ რეგიონს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან. აღნიშნული მონაკვეთის მოდერნიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ეს გზა არა მხოლოდ ქვეყნის შიდა დამაკავშირებელი არტერიაა, არამედ ის საერთაშორისო მნიშვნელობის მონაკვეთია. ავტომაგისტრალი ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო თუ სავაჭრო კავშირების გამტარია, სწორედ ამიტომ ის ღირსეულ ადგილს იკავებს გლობალურ სატრანზიტო რუკაზე.

„მაქრო ქონსთრაქშენი“ აქტიურადაა ჩართული თბილისი–სენაკი–ლესელიძის (ე.წ. რიკოთის მონაკვეთის), ავტომაგისტრალის პოტენციური მეწყრული ფერდობის გამაგრებით სამუშაოებში. პროექტში, რომელიც თავისი მასშტაბითა და ტექნიკური სირთულით ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

 კომპანია წლებია მონაწილეობს  სახელმწიფო სტრატეგიულ პროექტებში,  მსგავსი მასშტაბისა და სირთულის პროექტში ჩართვა შეუძლებელია მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის,  პროფესიონალიზმისა თუ  ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე. მაღალკვალიფიციური კადრები, ტექნიკური რესურსები და თანამედროვე მიდგომები სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია რიკოთის ურთულეს რელიეფზე ხარისხიანი მშენებლობისთვის. „მაქრო ქონსთრაქშენი“ გამოირჩევა პასუხისმგებლობით და მკაცრად იცავს გასაზღვულ ვადებს, რაც მას სანდო პარტნიორად აქცევს, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორისთვის.

მსგავსი სტატიები