Maqro Logo
უკან

MAY 22, 2025

ყინულის მოედანი

ყინულის მოედანი
მაქრო ქონსთრაქშენი

„მაქრო ქაონსთრაქშენი“ აქტიურად მონაწილეობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ სატენდერო პროექტებში. კომპანიის პრაგმატული მიდგომები, ინოვაციური გადაწყვეტილებები და ხარისხის მაღალი სტანდარტი მას  სამშენებლო სფეროს ერთ-ერთ ლიდერად აქცევს.

„მაქრო ქაონსთრაქშენმა“  წარმატებით განახორციელა არაერთი პროექტი, მათ შორის თბილისის ყინულის არენის მშენებლობა. ეს თანამედროვე სპორტული კომპლექსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში. არენას აქვს სრულმასშტაბიანი ყინულის მოედანი, 700-მდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო და ქორეოგრაფიული დარბაზები, კომფორტული გასახდელები, სამედიცინო და დასასვენებელი სივრცეები.

დამატებით, ვიზიტორებისთვის გათვალისწინებულია პანორამული ხედის კაფე და ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

ყინულის საფარის ოპტიმალურ მდგომარეობას უახლესი გაგრილების სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც არა მხოლოდ   ინარჩუნებს საფარის პირვანდელ სახეს, არამედ ტენიანობის კონტროლსა და მაყურებელთა სივრცის გათბობასაც ემსახურება.

თბილისის ყინულის არენა მრავალფეროვან სპორტულ ღონისძიებებსა და აქტივობებს მასპინძლობს. აქ შესაძლებელია როგორც ჰოკეის პროფესიონალური მატჩების გამართვა, ასევე ფიგურული სრიალისა და კერლინგის ვარჯიშებისა და შეჯიბრებების ჩატარება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ქართული სპორტის განვითარებისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს ზამთრის სპორტის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

2025 წელს თბილისის ყინულის არენამ  ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას  უმასპინძლა – პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს, რომელიც ახალგაზრდა სპორტსმენებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და გამოცდილება მსოფლიო არენაზე. მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ყინულის არენის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს და მის მზარდ როლს რეგიონალური და გლობალური სპორტული ღონისძიებების კალენდარში.

წლებთან ერთად  „მაქრო ქაონსთრაქშენი“ აგრძელებს განვითარებას და ქმნის პროექტებს, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის ინფრასტრუქტურას აუმჯობესებს, არამედ სამშენებლო სექტორში სრულიად ახალ სტანდარტებს აწესებს. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს სანდოობის მაღალ ხარისხს და პარტნიორებისთვის საუკეთესო არჩევანია.

 

 

მსგავსი სტატიები