Maqro Logo
უკან

MAY 22, 2025

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალი

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალი

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა გამართული სატრანზიტო ინფრასტრუქტურაა. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთი სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი მაგისტრალი გახლავთ, რომელიც საქართველოს დედაქალაქს აღმოსავლეთ რეგიონთან აკავშირებს. გარდა შიდასაკომუნიკაციო დანიშნულებისა,  გზის ამ მონაკვეთს საერთაშორისო დატვირთვაც გააჩნია. ის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფანს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მონაკვეთზე, საერთაშორისო სატრანზიტო ავტომობილების რაოდენობა წლებთან ერთად იზრდება, რაც აუცილებელს ხდის თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამტარობის მაგისტრალის არსებობას.

უკვე არსბეული გზები, ძირითადად, მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მოძრაობას და გარკვეულ რისკებს უკავშირდება. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული მაგისტრალი კი, მკვეთრად შეამცირებს მგზავრობის დროს და გაზრდის გზის გამტარუნარიანობას.

"მაქრო ქონსთრაქშენი" აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის დამაკავშირეელი ავტოსტრადის მშენებლობის პროცესში. მსგავსი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში „მაქრო ქონსთრაქშენის“ ჩართულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს კომპანიის სანდოობას, ხარისხსა და რეპუტაციას. კომპანია წარმოადგენს საიმედო პარტნიორს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, რაც წლების განმავლობაში მის მიერ განხორციელებული არაერთი პროექტით დასტურდება.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებულ პროექტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც არამხოლოდ ზრდის საქართველოს სატრანზიტო ეფექტურობას, არამედ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

 

მსგავსი სტატიები