მწვანე ალმასი
მაქრო დეველოპმენტის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა და დადებითმა გამოციდლებამ კომპანიას მეტი ამბიციურობისკენ და მასშტაბური პროექტების განხორციელებისკენ უბიძგა. სწორედ ამ ხედვით შეიქმნა თბილისში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი, „მწვანე ალმასი“, რომელიც იდეალურია მათთვის ვინც ეძებს სიმშვიდეს, თუმცა დედაქალაქში ცხოვრების შესაძლებლობას ვერ თმობს. „მწვანე ალმასი“ ცხოვრების სრულიად ახლებურ სტანდარტს ამკვიდრებს, ესაა მდგრადი, კომფორტული და ეკომეგობრული ცხოვრების ხედვა.
კომპანია ტრადიციულად ორიენტირებულია მაცხოვრებლებისთვის შექმნას ეკომეგობრული და ჯანსაღი გარემო, რისი ნათელი დადასტურებაც „მწვანე ალმასია“. კომპლექსი 70,000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, საიდანაც 23,143 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ თუ დასასვენებელ სივრცეებს ეთმობა და იდეალურ გარემოა ყველა ასაკის ბინადრისთვის. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და მასში „მაქრო დეველოპმენტმა“ 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
მშენებლობის საწყის ეტაპზე კვადრატულ მეტრზე პირველი ფასი 700 დოლარით განისაზღვრა და დღეს საშუალო ღირებულება 1500 დოლარია. ფასის მსგავსი ზრდა ნათლად ასახავს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების განვითარების დინამიკას და მათი ფინანსური წარმატების მასშტაბს.
საცხოვრებელი კომპლექსი მობინადრეებს სთავაზობს სრულყოფილ ინფრასტრუქტურას, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. დღეს დრო, ყველაზე ძვირფასი რესურსია და მისი სწორად განაწილება ადამიანების ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. გადატვირთული გრაფიკი ხშირად ხელს უშლის ადამიანებს იცხოვრონ აქტიური ცხოვრებით. კომპლექსი კი, აღჭურვილია ღია და დახურული სპორტული მოედნებით, თანამედროვე ფიტნეს ცენტრით, სარბენი და ველობილიკებით, რაც ნაკლები დანახარჯით, მაცხოვრებლებს ყოველდღიური აქტივობის შესაძლებლობას აძლევს. სივრცის ამგვარი განაშენიანება ქმნის გარემოს, სადაც მოსახლეს არ სჭირდება კომპლექსის დატოვება ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. „მწვანე ალმასი“ - გარემოა სადაც ყოველდღიური რუტინით გამოწვეული დროის დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი.
„მწვანე ალმასის" პროექტი განთავსდა ტერიტორიაზე, სადაც არ არსებობდა არც ერთი საცხოვრებელი კომპლექსი თუ კომერციული სივრცე. კომპანიის სწორმა მიდგომებმა, ინოვაციურმა მეთოდებმა და გათვლებმა - ინტერესი, სხვა მსხვილ ინვესტორებშიც გააჩინა. დღეს უკვე აღნიშნული ტერიტორია სრულად არის ათვისებული, რაც კომპანიის უნიკალური მიდგომისა და ხედვების კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგია.
„მწვანე ალმასი“ არის ცხოვრების სტილი, რომელიც ადამიანებს რეალურ კომფორტსა და ხარისხს სთავაზობს. ეს არის იდეალური სივრცე, რომელიც გიზოგავთ დროს, სადაც კომპლექსი არამარტო ხდის ცხოვრებას მარტივსა და კომფორტულს, არამედ ქმნის ჯანსაღ, ეკომეგობრულ და უსაფრთხო გარემოს.