მერკური თბილისი
„მაქრო ტურიზმის“ ფარგლებში, კომპანია მრავალი წელია აქტიურად ცდილობს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას და თბილისში, მსოფლიო დონის სასტუმროებს აშენებს. „მაქრო ტურიზმის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია Mercure Tbilisi Old Town, რომელიც ძველი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ოპერატორი და ევროპის ბაზრის ლიდერი Accor Group -ის წევრია.
ფრანგული კომპანია „Accor“-ი არის სასტუმროების ოპერატორი, რომელიც 95 ქვეყანაში 4100-ზე მეტი სასტუმროს ფლობს. 50 წლიანი განვითარების განმავლობაში მან მსოფლიო მასშტაბით უდიდეს წარმატებას მიაღწია.
Accor Group-ი, საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ნდობას სწორედ „მაქრო ტურიზმს“ უცხადებს. „მაქრო ტურიზმი“ იღებს პასუხისმგებლობას შეარჩიოს ქალაქში საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციები და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მშენებლობას. პროცესის დასრულების შემდეგ კი, იგი კომპანიას სამართავად საერთაშორისო სტანდარტების მქონე, სრულიად გამართულ სასტუმროს გადასცემს.
Mercure Tbilisi Old Town განთავსებულია ძველი თბილისის გულში და ქალაქის ისტორიულ და კულტურულ ატმოსფეროს სრულად ასახავს. სასტუმრო იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს თბილისის ხიბლისა და ისტორიის აღმოჩენა—მდებარეობიდან გამომდინარე, სულ რამდენიმე წუთში შესაძლებელია მეტეხის და ნარიყალას ციხის, გოგირდის აბანოების, მეიდანის მოედნისა და შარდენის ქუჩის მონახულება, სადაც უამრავი კაფე, გალერეა და რესტორანი სტუმრებს დახვეწილ გარემოს სთავაზობს.
„მაქრო ტურიზმი“ მუდამ ზრუნავს მის მომხმარელებზე და Mercure Tbilisi Old Town მყუდრო და დახვეწილი ატმოსფეროთი სრულყოფილი დასვენების საშუალებას გაძლევთ, იქნება ეს ტურისტული მოგზაურობა თუ საქმიანი ვიზიტი.