მწვანე ბუდაპეშტი
თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმიდან გამომდინარე, დიდ ქალაქებში ცხოვრება კომფორტთან ერთად არაერთ გამოწვევასთან ასოცირდება. ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული მოძრაობა, რეკრეაციული სივრცეების და მულტიფუნქციური საცხოვრებელი გარემოს ნაკლებობა, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რის გამოც ბევრი მომხმარებელი საცხოვრებლის ძიებისას, ცდილობს არჩევანი ქალაქისგან მოშორებით, უფრო მყუდრო გარემოზე შეაჩეროს.
„მწვანე ბუდაპეშტის“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და მასში „მაქრო დეველოპმენტმა“ 45 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. იმ პერიოდის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ლიდერი პროექტი გახლდათ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა დათქმულ ვადაზე ოთხი თვით ადრე დასრულდა, რაც კომპანიის სანდოობასა და ორგანიზაციულ ეფექტურობას უსვამს ხაზს.
„მწვანე ბუდაპეშტის“ უნიკალურობა, როგორც ერთ-ერთი პირველი ინოვაციური პროექტის, ეკომეგობრული გარემოსა და ქალაქის დინამიური რიტმის ჰარმონიულ შერწყმაში მდგომარეობს. კომპლექსი მოიცავს ფართო რეკრეაციულ ზონებს, სათამაშო მოედნებს, სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ახალგაზრდა თაობაში აღვივებს ინტერესს და მეტ პოპულარიზაციას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროექტი, უკვე წლებია წარმატებით პასუხობს თანამედროვე ტენდენციებსა თუ საჭიროებებს და მომხმარებლებს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას სთავაზობს.
კომპანია აცნობიერებს ქალაქის ცენტრში ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას—პარკირებასა და სატრანსპორტო გადატვირთულობას. ამიტომ, ის მობინადრეებს გარე და შიდა პარკირების ადგილებს სთავაზობს, რაც გამორიცხავს პარკინგის მუდმივ პრობლემას. კომპლექსი აღჭურვილია სადღეღამისო უსაფრთხოების სისტემით, ზემოაღნიშნული მაცხოვრებლებისთვის დამატებითი სიმშვიდის გარანტიაა. გარდა ამისა მისი, სტრატეგიული მდებარეობა უზრუნველყოფს ქალაქის მთავარ ლოკაციებთან სწრაფ და მარტივ წვდომას, რაც „მწვანე ბუდაპეშტის“ მობინადრეების უდიდესი უპირატესობაა.
„მწვანე ბუდაპეშტის“ პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში, რამაც ხელი შეუწყო ურბანული გარემოს განახლებას, შექმნა ახალი, თანამედროვე და მიმზიდველი საცხოვრებელი ზონა და საგრძნობლად გაზარდა უბნის საინვესტიციო ღირებულება.
პროექტის საწყის ეტაპზე, კვადრატული მეტრის ღირებულება 700 დოლარით განისაზღვრა, ხოლო დღეს, მეორად ბაზარზე, მისი ფასი 2750 დოლარამდე მერყეობს. „მაქრო დეველოპმენტის“ პროექტების საბაზრო ღირებულების შთამბეჭდავი ზრდა ხაზს უსვამს კომპანიის საინვესტიციო ეფექტურობას და მაღალ კონკურენტუნარიანობას.
„მწვანე ბუდაპეშტი“ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საცხოვრებელი კომპლექსი. მდგრადობა, კომფორტი და უსაფრთხოება - სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის უძრავი ქონების სექტორში და ნათელი მაგალითია იმის, რომ თანამედროვე, ეკომეგობრული საცხოვრებელი გარემოს შექმნა ქალაქის ცენტრშიც შესაძლებელია.