2016 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში დასრულდა

ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა 1000 ახალგაზრდა სპორტსმენი 47 ევროპული ქვეყნიდან, მათ შორის 12 ქართველი სპორტსმენი. მთელი ჩემპიონატის ფარგლებში საქართველომ უმასპინძლა 1500 ადამიანს, დელეგაციის წევრების, მსაჯების და მწვრთნელების ჩათვლით. ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში გაიმართა „ახალ თბილისში“, დიღომში მძლეოსნობის სტადიონზე.

საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ჩემპიონატი იყო ისტორიული მოვლენა საქართველოსთვის, რადგან თბილისმა პირველად უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს. ევროპის პირველობისთვის მასპინძლობაში საქართველოს მთავარი კონკურენტი იტალია იყო, თუმცა მძლეოსნობის ევროპის ფედერაციის კონგრესზე გადაწყვეტილებამიღებულ იქნა საქართველოს სასარგებლოდ.

მძლეოსნობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული მედლების საერთო რაოდენობით გახდა დიდი ბრიტანეთის გუნდი. რაც შეეხება საქართველოს, მძლეოსანმა ბადრი ქიმაძემ აჩვენა საუკეთესო შედეგი, რომელიც ბადროს ტყორცნაში მე-5 ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, მედლები ტურნირზე მონაწილე 28 ქვეყანამ მოიპოვა

გამარჯვებულებს მედლები ტურნირის პლატინის სპონსორმა, სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ წარმომადგენლებმა - გენერალურმა დირექტორმა ბ-ნმა მურათ ავჯიმ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ბ-ნმა ოღუზ ქაან ქარერმა და პროექტების კოორდინატორმა ბ-ნმა ემრე იეთიქშინმა.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის სპონსორობა. „მაქრო ქონსთრაქშენი“ მაქსიმალურად ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესის განვითარებას და ყოველთვის მოხარულია, მსგავსი ტიპის ტურნირებთან თანამშრომლობის. ჩვენთვის ასევე ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით მიმდინარეობს ჩვენი ახალი პროექტის „მწვანე ალმასის“ მშენებლობა, რომლის უნიკალური ინფრასტრუქტურა ასევე ითვალისწინებს სპორტულ და ღია სავარჯიშო მოედნებს“, - აღნიშნა „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა მურათ ავჯიმ.