ადამიანები საცხოვრებლად ირჩევენ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილებს

ყველასთვის ცნობილია, რომ უძრავი ქონების შეძენა ფულის დაბანდების ერთ-ერთი  საუკეთესო გზაა და რომ უძრავი ქონების ქართული ბაზარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ახალი მონაწილეებით, რომლებიც რეგულარულად ჩნდებიან ბაზარზე ახალი შეთავაზებებით და გადახდის მოქნილი პირობებით. ასეთმა შეთავაზებამ გამოიწვია კლიენტების რიცხვის ზრდა, რომელთაც გააჩნიათ ახალი მოთხოვნები, გემოვნება, ქცევა და უპირატესობები უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით.

ჟურნალ „მარკეტერისთვის“ ჩატარებული ACT კვლევის მიხედვით, კლიენტების უმეტესობა ირჩევს ბინებს ადგილმდებაროების მიხედვით და იმის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს ადგილი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და ოფისების, სკოლების ან სავაჭრო ცენტრების სიახლოვეს. კვლევით გამოვლინდა, რომ საბურთალო არის ყველაზე მოთხოვნადი ადგილი, სადაც კლიენტებს სურთ ბინების შეძენა (გამოკითხულთა 30%); შემდგ მოდის დიდუბე-დიღომი– 17%; თბილისის გარეუბნები – 13%, ნაძალადევი – 11%; ვაკე-ბაგები – 9%, ხოლო დანარჩენები ირჩევენ დედაქალაქის სხვა უბნებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადრე თუ ვაკე ითვლებოდა ყველაზე პრესტიჟულ უბნად, ახლა მას ერგო მხოლოდ რამოდენიმე ხმა დიღომთან შედარებით.

როგორც აღნიშნავს  ACT-ის ბიზნეს კვლევების ანალიტიკოსი თინათინ ბასილაშვილი, ქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნები ნაკლებად პრიორიტეტული გახდა და ბინის შეძენის დროს ადამიანები უპირატესობას ისეთ უბნებს ანიჭებენ, სადაც ნაკლები ხმაური, მოძრაობა და გამონაბოლქვია.

"მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილე პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარაერის განცხადებით, ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის ადგილის შერჩევისას პრიორიტეტი ეკოლოგია, სიმწვანე და სუფთა ჰაერი იყო. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში ურბანიზაციის პრობლემაა და არ არის საკმარისი ადგილი ისეთი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, როგორიც "მწვანე ალმასია". "ვამაყობთ, რომ "მაქრო ქონსთრაქშენმა" სულ რაღაც ერთ კვირაში "მწვანე ალმასის'’ ბინების 50% უკვე გაყიდა. ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ დიღმის არჩევა იყო. ის ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა უბანია თბილისში "- აღნიშნა ოღუზ კარაერმა.

უახლოეს მომავალში დიღომში აშენდება კიდევ ერთი ახალი საცხოვრებელი კომპლექსი - კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენის“ პროექტი „მწვანე ალმასი“. მშენებლობის პერიოდი შედგება სამი ეტაპისგან, რომელთაგან პირველი მოიცავს 731 ბინას. მშენებლობა დასრულდება 2018 წლის მაისში. პროექტის დაწყებიდან ძალიან მალე ბინების ნახევარი უკვე გაიყიდა ერთ კვირაში.

უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასი" გამოირჩევა მოხერხებული ადგილმდებარეობით. კომპლექსი განთავსდება თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 კმ-ში. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, დიღმის სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო "მწვანე ალმასის" მობინადრეებს ქალაქის ქაოსისაგან დაიცავს.

"მწვანე ალმასის" მახლობლად მდებარეობს ოლიმპიური კომპლექსი "ახალი თბილისის" სპორტული არენები, სავაჭრო ცენტრი - "თბილისი მოლი", საავადმყოფოები, ჰიპერმარკეტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. გარდა ამისა, მეზობლად არსებული აშშ-ს საელჩო ამ უბანს კიდევ უფრო დაცულს ხდის. "მწვანე ალმასის" სიახლოვეს აშენდება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ეს მეგა-პროექტი უნიკალური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. საცხოვრებელი კომპლექსის ფართია 70,000 მ2, 23,143 მ2 შიდა გამწვანებული ტერიტორიით. საცხოვრებელ კომპლექსში იქნება 23 საცხოვრებელი ბლოკი 1772 ბინით, რომელიც მობინადრეებს სთავაობს უნიკალურ, სრულიად ახალ და ხელმისაწვდომ ცხოვრებას თბილისში. თქვენ შეძლებთ თქვენი ყველა საჭიროების დაკმაყოფილებას სამი საცურაო აუზით, ოთხი კალათბურთის მოედნით, ოთხი ღია  სპორტული მოედნით, ოთხი ბავშვების სათამაშო მოედნით, შვიდი ფანჩატურით, დახურული სპორტული მოედნებით, სასეირნო და სარბენი ბილიკებით, კომერციული დაწესებულებებით, საზოგადოებრივი ტერასებით, საბავშვო ბაღითა და სკოლით.

„მაქრო ქონსთრაქშენმა“ წარმატებით დაასრულა რამოდენიმე საინვესტიციო პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსი „მწვანე ბუდაპეშტი“, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო „მერკური თბილისი ძველი ქალაქი “, ავეჯის მაღაზიათა ქსელი „ბელლისსა“ და 5-ვარსკვლავიანი რესტორანი „დაინჰოლი“ რუსთაველის გამზირზე.

კომპანია ასევე გეგმავს „აკორ ჯგუფში“ შემავალი სასტუმრო „აიბის სთაილსის“ აშენებას. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ფლობს 20 000 მ2 მიწის ნაკვეთს აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც იგეგმება უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობა.