მედიაცენტრი
მალე თბილისში აშენდება განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი.
„მწვანე ბუდაპეშტის“დასრულების შემდეგ „მაქრო ქონსთრაქშენი“ იწყებს ფართომასშტაბიან, დაახლოებით 115 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტს „მწვანე ალმასი“
28 მაისს, 18:30 საათზე, ფანჯიკიძის ქ. 22 (ყოფილი ბუდაპეშტის ქ.) გაიმართება „მწვანე ალმასის“ („მაქრო ქონსთრაქშენის“ ფართომასშტაბიანი, დაახლოებით 115 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი) საზეიმო ცერემონია. ღონისძიების ფარგლებში ასევე აღინიშება საცხოვრებელი კომპლექსის „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობის წარმატებით დასრულება. საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ქეთევან ბოჭორიშვილი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კომპანიის მენეჯმენტი, პროექტ ,,მწვანე ალმასის” სახეები – აჩი და შოთა არველაძეები, ,,მწვანე ბუდაპეშტის” მობინადრეები და ახალი პროექტით დაინტერესებული სტუმრები.