მედიაცენტრი
"ახალი მილენიუმის მსოფლიოს გლობალური პრობლემების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ეკოლოგიაა და მას ამ პრობლემების ჩამონათალში განსაკუთრებული ადგილი უკავია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში რამდენიმე მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ეკოლოგიური პრობლემების გამო კი, მსოფლიო ეკონომიკა ყოველწლიურად ტრილიონობით დოლარს კარგავს. "
თანამედროვე მეცნიერულ-ტექნოლოგიური წინსვლა სამწუხაროდ გარემოს დაბინძურების ხარჯზე მიიღწევა. ეს განსაკუთრებით იმ ჰაერზე აისახება, რომლითაც ვსუნთქავთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო განვითარების ტენდენცია მაქსიმალურად არის ფოკუსირებული ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და წარმოებაზე.
ყველაფერი ეს მსოფლიო მასშტაბით. რაც შეეხება საქართველოს, სიტუაცია აქ სრულიად განსხვავებული და მწვავედ პრობლემატურია. ქვეყანა უახლეს მიღწევებს შედარებით გვიან ითვისებს. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე აქტიურად დაიწყეს ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წარმოება და გამოყენება, საქართველოში ჯერ კიდევ არის პრობლემები ტრანსპორტის ტექ.დათვალიერებასთან დაკავშირებით - ექსპლუატირებული ავტომობილის დიდი ნაწილის გამოყენება ფაქტობრივად დაუშვებელია.
როგორც ვიცით, ნახშირბადის მონოქსიდის და აზოტის ოქსიდების ჰაერში ემისიის მთავარი წყარო სატრანსპორტო საშუალებებია, რაც საერთო დაბინძურების 62-78%-ს შეადგენს. მის გავრცელებას კი ხელს უწყობს სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პრობლემები და დაბალი ხარისხის საწვავი.
დაბინძურებული გარემო და ჰაერი პირდაპირ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია, რომ იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რაოდენობაც. ანგარიშების მიხედვით, თბილისში დაბინძურებული ჰაერი ძირითადად იწვევს სისხლძარღვებისა და ქრონიკულ დავადებებს.
შესაბამისად, დღეისთვის თბილისის მოსახლეობა ფოკუსირებულია იმაზე, რომ როგორმე თავიდან აიცილოს დაბინძურებული ჰაერი და ეს მათი ყოველდღიური ამოცანა გახდა. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად თბილისისი მოსახლეობის უმეტესობა წუხილს გამოთქვამს გარემოს დაბინძურების საკითხებზე. კითხვაზე, თუ რომელია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ხელს უშლის თანამედროვე კომფორტულ პირობებს და ინფრასტრუქტურას, გამოკითხულთა 38%-მა დაბინძურებული გარემო დაასახელა.
თბილისის საცხოვრებელ უბნებთან დაკავშირებული პრიორიტეტებიც ასევე შეიცვალა ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლის გამო. ახალ კლიენტებს უკვე ახალი მოთხოვნები აქვთ. შეიცვალა ასევე მათი გემოვნება, ქცევის ტენდენცია და პრიორიტეტები უძრავი ქონების ყიდვასთან მიმართებაში. თუ რამოდენიმე წლის წინ ვაკე იყო ქალაქის ყველაზე მოთხოვნადი უბანი, ახლა იგი საგრძნობლად ჩამორჩება დიღომს, რომელიც დღესდღეისობით წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ეკოლოგიურად სუფთა ახალ უბანს.
ამას ასევე ადასტურებს ის ფაქტი, რომ სწორედ დიღომში მიმდინარეობს პროექტ „მწვანე ალმასის“ მშენებლობა. აღნიშნული პროექტი „მაქრო ქონსთრაქშენის“ მიერ განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე გრანდიოზულია.
როგორც განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნმა ოგუზ ქაან ქარაერმა, ეკოლოგია, მწვანე გარემო დასუფთა ჰაერი იყო მთავარი პრიორიტეტები ახალი საცხოვრებელი კომპლექსისთვის ადგილის შერჩევისას. ამასთან, ქალაქის ცენტრში არსებობს ურბანიზაციის პრობლემა, რაც შეუძლებელს ხდის ისეთი მრავალეროვანი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას, როგორიც გააჩნია „მწვანე ალმასს“. ასეთი ხედვა წარმოადგენს „მაქრო ქონსთრაქშენის“ ძირითად მოტივატორს და ეს არის მთავარი პასუხი „მაქრო ქონსთრაქშენის“ სლოგანზე, რომ მდგრადობა არის მომავალი …
„არ ვნანობთ, რომ ავირჩიეთ დიღომი. ის არის თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა რაიონი,“ – განაცხადა ოგუზ ქაან ქარაერმა.
ტექნიკური უნივერსიტეტი შედის დიდი დიღმის საუკეთესო პროექტებს შორის „მწვანე ალმასთან“ ერთად. იგი იქნება უდიდესი უნივესრიტეტი ამიერკავკასიაში, რაც უფრო გაზრდის ფასებს ტერიტორიაზე. ბინები ქალაქის ამ ნაწილში გახდება მაღალმოთხოვნადი შეძენის ან დაქირავების თვალსაზრისით გამომდინარე იქედან, რომ უნივერსიტეტში ისწავლიან ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები.
ეკოლოგიური უპირატესობების გარდა დიღომი ასევე პრესტიჟულია. ამჟამად აქ შენდება ბევრი ვილის ტიპის სახლები. დასახლებაში მრავლადაა კარგად განვითარებული The კომერციული და სამედიცინო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა მაგალითად თბილისის პირველი დიდი სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლი“ ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები.
უძრავი ქონების ექსპერტების თქმით, დიღომი გახდა საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პრესტიჟული და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანი. არ არსებობს ორი აზრი, რომ აქ უძრავი ქონების შეძენა არის ღირებული ინვესტიცია.