მედიაცენტრი
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მძლეოსნობაში გაიხსნება 14 ივლისს. სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენი“ მხარს უჭერს ჩემპიონატს და არის მისი პლატინის სპონსორი. კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენსა“ და ჩემპიონატის ორგანიზატორს შორის გაფორმდა მემორანდუმი. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვიყოთ 2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატის სპონსორი. უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს. მოხარულნი ვართ, რომ დავიწყეთ ახალი პროექტის „მწვანე ალმასის“ მშენებლობა ოლიმპიური კომპლექსის გვერდით. გპირდებით ახალ და სრულიად განსხვავებულ გარემოს თბილისში”, - აღნიშნა ბ-ნმა მურათ ავჯიმ, „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალურმა დირექტორმა.
ორგანიზატორების თქმით, 2016 წლის ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატიგაიხსნება 13 ივლისს, 20:16სთ-ზე. თამაშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას მიიღებს 52 ქვეყანა და 1200-ზე მეტი მძლეოსანი, რომლებიც დაიწყება 14 ივლისს. მათ ასევე განაცხადეს, რომ საქართველოს სახელით იასპარეზებს 12 მძლეოსანი: ნინო წიქვაძე - უროს ტყორცნა, ლაშა-გიორგი გურგენიძე - უროს ტყორცნა, ბადრი ქიმიძე (ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა), დავით ოჩიგავა (უროს ტყორცნა), საბა სოსელია (ჭოკით ხტომა), გიორგი კეთილაძე (ბირთვის კვრა), რომან ბადრიძე (სიგრძეზე ხტომა), გიორგი დავითაშვილი (ბადროს ტყორცნა), დავით ლუკავა (400 მ. თარჯრბენი), საბა ხვიჩია (2000 მ. წინაღობებით), ივანე ძოძუაშვილი და თამთა ღვინიაშვილი(2000 მ. წინაღობებით).
„თბილისი 2016“ არის საქართველოში გამართული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება. იგი ასევე არის ისტორიული მოვლენა, რადგან იგი იმართება საქართველოს დედაქალაქში. ამგვარი თანამსრომლობა დიდ წარმატებას მოუტანს, როგორც ქართულ სპორტს, ასევე ქართულ ბიზნესს“, - განაცხადა ალექს ახვლედიანმა, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ოფიცაიალური გახსნის ცერემონია დაგეგმილია 20:16 საათისთვის, 13 ივლისს. „მაქრო ქონსთრაქშენი“ ყველანაირად უწყობს ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს.